კარგი ამბავი: გოგონა იპოვეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

კარგი ამბავი: გოგონა იპოვეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება22 წლის ლიკა გიორგობიანი, რომელსაც ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა, პოლიციამ 7 ივლისს იპოვა. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლებას” შინაგან საქმეთა სამინისტრო უდასტურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დამატებით ინფორმაციას უწყება ამ ეტაპზე, არ ავრცელებს.

ლიკა გიორგობიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიპში, 30 ივნისს, დილის ათის ნახევრისკენ გავიდა სახლიდან და მას შემდეგ ოჯახი და პოლიცია ეძებდა.