,,არ მჯერა, გიოო, ვერ ვიჯერებ, ბიჭო, შეენ, გიო, შეენ?” – სხვების გადარჩენას შეწირული 8 სიცოცხლე

,,არ მჯერა, გიოო, ვერ ვიჯერებ, ბიჭო, შეენ, გიო, შეენ?" - სხვების გადარჩენას შეწირული 8 სიცოცხლედღეს უმძიმესი დღეა საქართველოსთვის. პარაპლანისტის და უცხოელი ტურისტის გადასარჩენად წასული მაშველები, ექიმები და ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. ცოტა ხნის წინ შს მინისტრმა დაადასტურა, რომ რვავე ადამიანი გარდაიცვალა, ასევე ვერ მოხერხდა ტურისტის გადარჩენა. რაც შეეხება პარაპლანისტს, ის მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს.

ამ ტრაგედიას ექიმისა და მუსიკოსის, გიგი ორაგველიძის მეგობარი, გიორგი ვენეცკი ემსხვერპლა. გიგი თავის კოლეგასა და მეგობარზე წერს:

,,არ მჯერა, გიოო, ვერ ვიჯერებ, ბიჭო, შეენ, გიო, შეენ? მომენატრება შენი რჩევა-დარიგებები, შენ ხომ ჩემი ნამდვილი მეგობარი იყავი, გიო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. როგორ მიჭირს ამ სიტყვების დაწერა, გიო. ეს რა დაგემართა. ვუსამძირებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და კოლეგებს ამ უდიდეს ტრაგედიას”.

ფოტოზე მარცხნიდან: გიორგი ვენეცკი და გიგი ორაგველიძე