,,4 წელი ვიჯექი ციხეში, 4 ქმარი მყავდა… რა გზაც გავიარე, ალბათ ოცდაათი ადამიანის სიცოცხლეს უდრის” – რას უყვებოდა ინგა ფერაძე ,,სარკეს”

,,4 წელი ვიჯექი ციხეში, 4 ქმარი მყავდა... რა გზაც გავიარე, ალბათ ოცდაათი ადამიანის სიცოცხლეს უდრის" - რას უყვებოდა ინგა ფერაძე ,,სარკეს",,ჩემს ცხოვრებას თანამედროვე მონაზონის ცხოვრებას შევადარებდი. მარტო ვცხოვრობ ძაღლთან და კატასთან ერთად. მე ბრიუსელში ვცხოვრობ, ქალიშვილი და მისი ოჯახი ცალკე, ბრიუსელთან ახლოს… რა გზაც გავიარე, ალბათ ოცდაათი ადამიანის სიცოცხლეს უდრის. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. ეს არის ჩემი გზა ამ დედამიწაზე. ამიტომ არაფერს ვნანობ”, – უყვებოდა 2014 წელს ,,სარკეს” მომღერალო ინგა ფერაძე, რომელიც ახლა ბრიუსელში, თავშესაფარში ცხოვრობს. ის ალცჰეიმერით არის დაავადებული. სანამ მეხსიერება ჰქონდა, ყველას ევედრებოდა, რომ სამშობლოში წაეყვანათ.

ინგა ფერაძემ ,,სარკეს” თავისი ცხოვრების შესახებ უამბო, მათ შორის 1966 წლის საბედისწერო დაბადების დღეზე, როცა ადამიანის დაჭრა დააბრალეს და ციხეში 4 წლით გამოკეტეს.

ინგა ფერაძე: კაფე ,,მეტროში” ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი – მეზობლები მყავდა დაპატიჟებული. იქ ქეიფობდა ამ კაფეს დირექტორის შვილიც, რომელსაც ახლდნენ საქართველოს ჩემპიონები კრივში. მათ გალახვას მაბრალებდნენ და როგორ გავლახავდი?!

კაფეში მუსიკა უკრავდა. მოვიდნენ და მითხრეს, ვიცეკვოთო. ვუპასუხე, არ ვცეკვავ-მეთქი. ჩემმა მეზობელმა გოგოებმაც უარი უთხრეს. ამის გამო ჩხუბი ატეხეს. იგინებოდნენ. შეგინება ასე არ უნდა-მეთქი, ავიღე და ბოთლი გავუქანე. არავის მოხვედრია, კედელს მიეფშვნა. ბიჭებმა ხელჩართული ჩხუბი გამართეს. ჩემი ბრალი იყო, ჩხუბი რომ ატყდა, უნდა მომეთმინა, მაგრამ დედის გინებას ვერავის ვაპატიებდი.

ჩხუბი გარეთ გაგრძელდა და იქ დაჭრეს ვიღაც… ხულიგნობის მუხლით გამასამართლეს და 8 წელი მომისაჯეს. მთელმა თბილისმა იცის, რომ  პროკურორმა ბევრი ფული აიღო ამ საქმეში. კაფეს პატრონმა მიჩივლა, რადგან მისი შვილი იყო გარეული ამ საქმეში… 4 წელი ვიჯექი ციხეში… სიმღერაც ციხეში დავიწყე…

4 ქმარი მყავდა. პირველი ქმარი მიყვარდა, მაგრამ პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო… მეორე ქორწინებისას მივხვდი არ მიყვარდა და წამოვედი… ოთხივე არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ…

ერთი ქმარი განსაკუთრებით მიყვარდა, მაგრამ მან განსაკუთრებით მატკინა გული… მერე უნგრელი ქმარი მყავდა. ფიზიკური ურთიერთობა არ მქონია. ფული გადავუხადე fიქტიური ქორწინებისთვის, რადგან საზღვარგარეთ მინდოდა წასვლა. უნგრეთში კლუბებში ვმღეროდი, მაგრამ ვეღარ გავძელი და დავბრუნდი.

მე ცასა და დედამიწას შუაში მგონია თავი. უზომოდ მიყვარს უფალი. ადრე ბევრი რამ არ მესმოდა, მაგრამ ახლა ბიბლია ზეპირად ვიცი… შვილი უფალმა გამომიგზავნა. ჩემს გვარს ატარებს. საქართველოდან წასვლა მაშინ მომინდა, როცა ბავშვს ცარიელა სუპს ვაჭმევდი. ლოგინიც კი გავყიდე და შვილთან ერთად ბრიუსელში წავედი.