,,ვაიმე, ეს რა ვნახე! გადაცოფებული ვარ!.. ნანკას მანჭვა-გრეხა არ აინტერესებდა ხალხს! ჩერგოს ნიფხავი ხარ!..” – აღშფოთება უკრაინელი მამაკაცის სცენიდან ჩამოაგდების გამო

მიშას გათავისუფლება ევროკავშირის პირობებში წერია! ასე როგორ შედიხართ ევროპაში? კონკრეტულად ამ ადამიანის თავისუფლება წერია პირობებში! ეს პლაკატი ვის უშლის ხელს? მარტო ,,სირცხვილია”-ს! რომელ გაერთიანებაზე ლაპარაკობენ, როცა თვითონ ვერ იტანენ პოლიტმატიმარს? გადაცოფებული ვარ! რომელ ევროპაში მიდიან ასეთი საქციელით?! ეს ვიღაც ნანკა პოლიტპატიმარის ხსენებას ,,ვიწროპარტიულობას” რომ ეძახის ამოდენა სცენიდან, თან იმ პოლიტპატიმარის, რომლის გამოშვება ევროკავშირმა პირობებში ჩაწერა!” – წერს  ელისო ჯანაშია.
,,კი, ბევრი ხალხი იყო, მაგრამ შედეგი 0. და არც იქნება არანაირი შედეგი”, ,,ვაიმე, ეს რა ვნახე, ცუდად გავხდი. შევარცხვინე ამათი ქართველობა და ამათი უმსგავსოება!”, ,,ვინ არის ის თავხედი, მშიშარა კურდღელი, უდღეური,  სურათის რომ შეეშინდა, ან ეს არის გამოხატვის თავისუფლება? მდგარიყო ადამიანი მიშას სურათით, რამ დააჩმორა და დააჩიავა ასე ეს ვაი ორგანიზატორები”, ,,ამათი ორგანიზატორობა არ გაიშვა. მაგათ დაძახილზე არ მივსულვართ, ევროპული მომავლისთვის მივედით. ეკითხათ იქ მდგომი ხალხისთვის უჭერენ თუ არა პოლიტპატიმრების განთავისუფლებას მხარს ან კალატოზიშვილის წამყვანობა არ გაიშვას, ვაი თქვენს პატრონს! მიშას დროშას კი აფრიალებდით და მის ჰიმნს კი უსმენთ და თავი მოგწონთ, თქვე უმადურებო. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, მიშა,ს ნიკას”, ,,ცალ ხელში რომ ევროკავშირის დროშა გიჭირავს და მეორე ხელით ადამიანს პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნას უკრძალავ, ხარ ჩერგოს ნიფხავი! მეტი არაფერი!”, ,,მიშა ბანერიდანაც აშინებს ამ კურდღლებს”, ,,ნანკას მანჭვა-გრეხა არ აინტერესებდა ხალხს, მიშა არ ახსენეს ერთი სიტყვით”, ,,ისევ გაგვაბრიყვეს გულწრფელი ქართველები თავიანთი ქულებისთვის” – წერენ სოციალურ ქსელში.