თბილისში ძაღლი გაასამართლეს – დღეს უჩვეულო სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისში ძაღლი გაასამართლეს - დღეს უჩვეულო სასამართლო პროცესი გაიმართა,,ძაღლი თავისუფალია” – დაწერა პოლიტიკოსმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა მიშა კაჭკაჭიშვილმა. საქმე ეხება დღეს თბილისში გამართულ უჩვეულო სასამართლო პროცესს, სადაც ძაღლი გაამასართლეს. მოსამართლეს უნდა გადაეწყვიტა, ძაღლს დააძინებდნენ თუ გაათავისუფლებდნენ. საბედნიეროდ, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ძაღლმა უნდა იცოცხლოს.
,,ყველაფერი გამიგია, მაგრამ რა სასამართლოზეც ახლა მივდივარ, არა!
ორი წელია მონიტორინგის სამსახურს გამოკეტილი ჰყავს ძაღლი და ითხოვს მის ევთანაზიას… 11 საათზე გადაწყვეტს მოსამართლე ამ ძაღლის ბედს, ჩვენ კი მონიტორინგისას” – დაწერა სასამართლო პროცესამდე მიშა კაჭკაჭიშვილმა.
პატიმარი ძაღლის ამბავი კი ასეთია:
,,ორი წლის წინ იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც ეს ცხოველები ცხოვრობდნენ,  დაფიქსირდა ცოფი და უახლოეს რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ყველა მიუსაფარი დაიჭირეს და დააძინეს. სამ ძაღლზე მოასწრო მიმკედლებელმა და შეიტანა საჩივარი სასამართლოში და ამის გამო ვერ დააძინეს და ამყოფეს “ციხეში” ორი წელი, სანამ მიმდინარეობდა სხდოემები, ამასობაში ორი ძაღლი მოკვდა მაგათ თავშესაფარში და ერთია დარჩენილი და იბრძვიან, რომ ის ერთი დააძინონ! პლუს ამ ყველაფერს ერთი სასამართლო ინსტანცია მოგებულია ძაღლების სასარგებლოდ, მაგრამ გააპროტესტა მონიტორინგმა, გინდა თუ არა,  პრინციპის ამბავია, უნდა დავაძინოთო”, – წერს ფეისბუქმომხმარებელი ბუტა.
ფოტოზე მიშა კაჭკაჭიშვილი თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად