თამრიკო ჭოხონელიძე: ,,თუ საჭირო გახდება, თავსაც შევაკლავ!”

თამრიკო ჭოხონელიძე: ,,თუ საჭირო გახდება, თავსაც შევაკლავ!''მუსიკოსმა თამრიკო ჭოხონელიძემ მსოფლიო ვარსკვლავის, პიანისტ ირმა გიგანის კონცერტის შემდეგ ემოციები ვერ დამალა და დაწერა:
,,მე დღეს ამ გოგომ ,,მომკლა”, რომ თავიდან გავცოცხლებულიყავი!დღეს,სწორედ დღეს, როცა ამ უტიფარ,ტყუილებით სავსე და უსუსურ ქვეყანაში, სადაც ყველაზე უსუსური ჩემი თავი მეგონა, როცა ხელი ჩავიქნიე ყველაფერზე, ეს ერთი შეხედვით კაფანდარა გოგო და დიდი მუსიკოსი მხსნელად მომევლინა და მითხრა, არ გაბედო!არ გაბედო ხელის ჩაქნევაო!
კიდევ ერთხელ დამანახა, რომ უფალს ვყვარებივარ, რადგან მე დღეს მის დიდ ხელოვნებას მაზიარა და უდიდესი ძალა მომცა იმისათვის, რომ ვიბრძოლო. აბა,  რა! ვიბრძოლებ, რადგან ყველაფერი დაპატარავდა და დაიჩრდილა ამ დიდი ნიჭიერების ფონზე! მისთვის და ჩვენი შვილების ნიჭიერების დასაცავად ვიბრძოლებ და თუ საჭირო გახდება, თავსაც შევაკლავ!
ესენი არიან, ვინც სამყაროს გადაარჩენენ! ამათთვის ღირს ცხოვრება! მადლობა ჩემო ირმა, ჩემო მუშკა, რომ დღეს,,მომკალი”, თურმე დღესვე თავიდან უნდა დამეწყო ცხოვრება!!!”