,,პუტინი ოპერაციის შემდეგ კომაშია” – რას წერს გამოცემა

,,პუტინი ოპერაციის შემდეგ კომაშია" - რას წერს გამოცემადაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა News.obozrevatel წერს, პუტინი კომაშია და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა.

,,რუსეთიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ აგერსორი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, ოპერაციის შემდეგ, კომაში ჩავარდა. დიქტატორს ჰქონდა სიმსივნე, რომლის მოცილებამაც, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს”, – წერს გამოცემა და განმარტავს, რომ ინფორმაცია დაზვერვის წყაროებისგან შეიტყვეს.

მათივე ცნობით, ახლა პუტინი სავარაუდოდ ინტენსიურ განყოფილებაშია, სადაც ის აპარატზეა შეერთებული.

გამოცემა წერს იმასაც, რომ კრემლი სასწრაფოდ ავითარებს ძალაუფლების გადაცემის სცენარს. თუმცა, დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მთავარი