ნინო ჯღარკავა: ,,ერისკაცს, საუკუნის ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს მიენიჭოს ღირსების ორდენი!”

ნინო ჯღარკავა: ,,ერისკაცს, საუკუნის ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს მიენიჭოს ღირსების ორდენი!"ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა პეტიციას ავრცელებს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ ყიფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი მიანიჭოს.

„ქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით ,მე ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენი საუკუნის დიდ ქველმოქმედს, ერისკაცს, ქველმოქმედებაში დახარჯული 3 მილიარდისთვის, კულტურული ძეგლების გადარჩენისთვის, ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, რეჟიმის შეცვლისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს,ქართველი ხალხის სახელით მიენიჭოს ღირსების ორდენი. ჩვენ გვინდა, ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ ამ დიდი ადამიანის წინაშე! ჩვენს სურვილს გიდასტურებთ ხელმოწრებით…

რომ არა ბიძინა ივანიშვილი არ გვექნებოდა სამების ტაძარი, ვერ გადარჩებოდა ბაკურიანის ტყე, ათასობით კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდებოდა, მშიერი მოგვიკვდებოდა ჩვენი სახელოვანი მსახიობები, მომღერლები, დღესაც კრამიტმოცურებული სააკაშვილი გვეყოლებოდა პრეზიდენტად, ასე ვერ წაიგდებდით ენას მხარზე. ჩემი დიდი პატივსცემა და სიყვარული ერისკაცს. ბატონო ბიძინა, საქართველოს უმრავლეობა თქვენს გვერდითაა და მადლიერია!” – წერს ნინო ჯღარკავა.