ხათუნა ხოფერია: ,,თქვენ არ ხართ ჩვენი არჩეული პრეზიდენტი! შეირგეთ ხელფასი და დაოკდით!”

ხათუნა ხოფერია: ,,თქვენ არ ხართ ჩვენი არჩეული პრეზიდენტი! შეირგეთ ხელფასი და დაოკდით!"საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ,,ოცნების” მხარდამჭერები უპირისპირდებიან. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია წერს, რომ ის ხალხის არჩეული პრეზიდენტი არ არის.
,,ქალბატონო სალომე! ზედმეტი აქტიურობა გამოგდით. გვესმის, რომ დავალება გაქვთ შესასრულებელი, ისიც ვიცით, რომ ვალდებულებები მოგყვებათ წარსული ცხოვრებიდან, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას, ისაუბროთ ქართველი ხალხის სახელით. არ ხართ თქვენ ჩვენი არჩეული! არ გაქვთ თქვენ პრეზიდენტისთვის ასე რიგად საჭირო ავტორიტეტი. არც ნდობას იმსახურებთ, არც პატივისცემას. და საერთოდ, ხართ თუ არა, ისიც არავის აინტერესებს.
ხომ გქვიათ პრეზიდენტი, იღებთ ხელფასს, განისვენებთ რეზიდენციაში. შეირგეთ რა… დაოკდით…
რას ამტკიცებთ, რომ ლჯბტ ფესტივალის ჩატარება არის ჩვენი მოსახლეობის 80%-ის ევროპული არჩევანი?
ანუ ლჯბტ+ პრაიდი და ფესტივალია ევროპელობა? და ამის თქმა საქართველოს მოსახლეობისთვის, 80% ქრისტიანისთვის, ჩვენი მუსლიმი ქართველებისთვის და აზერბაიჯანელებისთვის, ჩვენი გრიგორიანელი ქართველი და სომეხი ძმებისთვის კარგი რამ გგონიათ?.. სულ ეგ არის თქვენი ნახევარსაუკონოვანი დიპლომატია და ევროპული პოლიტიკური სტაჟი? სირცხვილია!… და მართლა დაოკება სჯობს!
ახლა, არ ვაპირებ, გავიხსენო თქვენი კრავის დუმილი უამრავ, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხზე. ერთს კი ვიტყვი. ასეთი აღტყინებით რომ გაგეპროტესტებინათ თუნდაც ის, როდესაც სამარცხვინო და კურდღლები გვიწოდეს, სხვა მრავალ შეურაცხმყოფელ ეპითეტებთან ერთად, იქნებ, ჩალის ფასი მაინც მისცემოდა თქვენს დღევანდელ განცხადებას”, – დაწერა ხათუნა ხოფერიამ.