კარგი ამბავი: მარნეულში მკვდარი დედის სხეულიდან ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს

კარგი ამბავი: მარნეულში მკვდარი დედის სხეულიდან ბავშვი ცოცხალი ამოიყვანესგუშინ მარნეულში მარნეულში 5-სართულიანი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც ჩაიყოლა. შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორსულის. ექიმებმა მისი სიცოცხლე _ ვერა, მაგრამ ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეს.

-შემოსვლისას პაციენტი იყო გვამი, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა, ერთეული იყო. ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შევიყვანეთ საოპერაციოში. საკეისრო კვეთის პარალელურად გრძელდებოდა ქალზეც რეანიმაციული ღონისძიებები. ამოყვანისას ნაყოფსაც გაუჩერდა გული, მაგრამ რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა, – ამბობს ექიმი.

ნიუპოსტი