,,გაუძელიით, როგორმე გაუძელით… უფალო, დაეხმარე ამ კარგი შვილის აღმზრდელი” – ლევან კბილაშვილის დედას ნაცნობები თუ უცნობები ამხნევებენ

,,გაუძელიით, როგორმე გაუძელით... უფალო, დაეხმარე ამ კარგი შვილის აღმზრდელი" - ლევან კბილაშვილის დედას ნაცნობები თუ უცნობები ამხნევებენ„სიმწარეც არის და სიმწარეც… უკვე ვეღარ ვპოულობ ადგილს, ამას როგორ უნდა შევეგუო? ნუთუ შეიძლება ამის პატრონი ნორმალურ ჭკუაზე დავრჩე?“ – დაწერა მომღერალ ლევან კბილაშვილის დედამ, მელიტა ფურცელაძემ, რომელსაც უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ლევან კბილაშვილი 31 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

ქალბატონ მელიტას უამრავი ადამიანი უდგას გვერდით და ანუგეშებს, რომ ამ უდიდეს განსაცდელს გაუძლოს.

,,ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა… გაუძელიით, როგორმე გაუძელით”, ,,შემოგევლეთ, ახლაც უნდა ლევანიკოს პატრონი, გამაგრდით, ვერაფერს ვიძახი მეტს, ისე მიმძიმს”, ,,ეეეჰ, დიდი უბედურებაა, უდიდესი ტრაგედია, უნუგეშო, მაგრამ მისი სულისთვის უნდა ილოცო,  მელიტა. მეტი რა დაგრჩენია. სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეცადე, გამაგრდე, სწორედ ახლა გჭირდება გამაგრება, ახლა სჭირდებით ყველა ლევანიკოს”, ,,უფალო, დაეხმარე და გააძლიერე ამ კარგი შვილის აღმზრდელი, უკარგესი დედა. ასწავლე ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება”, ,,უფალმა გაგაძლიეროთ,  ქალბატონო მელიტა. ჩვენც კი დახოცილები ვართ, ვინც პირადად არ ვიცნობდით ლევანოს. ვილოცებთ მისი სულისთვის”, ,,გამაგრდით, თქვენი ლოცვა მას ყოველთვის სჭირდება, ჩვენც თქვენთან ერთად ვართ, ჩვენც შევიყვარეთ თქვენი შვილი და ვილოცოთ ერთად მისთვის, ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ ლევანით”, ,,უნდა გამაგრდეთ, ახლა თქვენს შვილს თქვენ სჭირდებით, აბა, ერთი წუთით დაფიქრდით და მიხვდებით, ახლა უფრო უნდა პატრონობა, ძლიერი უნდა იყოთ”, – წერენ ნაცნობები თუ უცნობები ქალბატონ მელიტას.