,,ჩემი ბედის ბორბალი საინტერესოდ ტრიალებს…” – მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა

,,ჩემი ბედის ბორბალი საინტერესოდ ტრიალებს..." - მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალადღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, რომ უამრავი ადამიანისთვის  საყვარელი მომღერალი, ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მას კოვიდის გადატანის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა – ძვლის დაშლა.

ახალგაზრდა მომღერლის ცხოვრებაში ყველაფერი უცნაურად ხდებოდა. წარმატებული ძიუდოისტი იყო, მაგრამ ტრავმის გამო იძულებული გახდა, სპორტიდან წასულიყო. მერე იყო იურისპრუდენცია, წარმატებული კარიერა, მაგრამ ერთ დღესაც სამსახურის კარი გაიხურა და მთლიანად მუსიკის სამყაროში გადაეშვა.

– ჩემი ბედის ბორბალი საინტერესოდ ტრიალებს. როცა ხელოვნებას სერიოზულად მივუდექი, მაშინ დაიწყო წვალება, გაჭირვება და ბევრი შრომა. ამ შრომის შედეგად დატრიალდა ჩემი ბედის ბორბალიც, – ამბობდა მომღერალი.

– უწმინდესმა ილია მეორემ დამლოცა და ჯვარი მაჩუქა, რომელიც დიდ ძალას მაძლევს. ეს ჩემი წარმატების მომტანი თილისმაა, – ამბობდა ლევან კბილაშვილი ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსში წარმატებული გამოსვლის შემდეგ.