,,თამარ გვერდწითელი ერთი თვეა, საქართველოშია, სრული დეზინფორმაციაა, რომ მან 9 მაისს იმღერა”

,,თამარ გვერდწითელი ერთი თვეა, საქართველოშია, სრული დეზინფორმაციაა, რომ მან 9 მაისს იმღერა"ორი დღეა, ქართულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია. რომ მომღერალმა თამარ გვერდწითელმა გუშინ, 9 მაისს მოსკოვში იმღერა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ქართველი მომღერალი უკვე ერთი თვეა, სამშობლოში, საქართველოშია და დღეს მეგობრებთან ერთად შემოქმედებითი საღამოც გამართა. ამის ამსახველი ფოტოები მომღერლის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
,,გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია. სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული.
საქართველოს დამსახურებული, არტისტი თამარ გვერდწითელი, თვეზე მეტია,  სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავის ბენდის ბიჭებთან ერთად”, – წერია ფეისბუქგვერდზე.