,,სალომე ზურაბიშვილმა 2-ლარიან ყვავილში ერთი ლარი მომცა” – ყვავილების გამყიდველი

,,სალომე ზურაბიშვილმა 2-ლარიან ყვავილში ერთი ლარი მომცა" - ყვავილების გამყიდველიყვავილების გამყიდველი, 71 წლის ქალი ყვება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორლარიან ყვავილში ერთი ლარი გადაუხადა.

-აქ მაღაზიაში იყო. ორლარიან ყვავილში მომცა ერთი ლარი. არ მინდა-მეთქი, არ ვიღებდი. არა, აიღე, აიღეო, ხურდები ეჭირა ხელში და ჯიბეში ჩამიდო ერთი ლარი…. ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ ყველას, ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ რაღაც გააკეთონ. ახლა ჩემი ცხოვრება ცხოვრებაა? არ მოვიპარავ, ჩემი ადამიანობით რაღაცას გავაკეთებ, ყოველდღე მოვდივარ, რომ მშიერი არ ვიყო, – უყვება 71 წლის ბებო მამაკაცს, რომელმაც მისგან ყველა თაიგული შეიძინა და 90 ლარი გადაუხადა.