,,ყვავილები გაყიდა და ეს ფული დათიკოს გადაურიცხეო” – პატარა ანდროს საოცარი საქციელი

,,ყვავილები გაყიდა და ეს ფული დათიკოს გადაურიცხეო" - პატარა ანდროს საოცარი საქციელი,,ანდრო, შენ ხარ უსაყვარლესი ბიჭი და ნამდვილი მეგობარი. მიყვარხარ და მენატრები, ჩემო კუწკუწა. დიდი მადლობა, რომ ასეთი კეთილი და მზრუნველი ხარ”, – წერს დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკელაშვილი და აქვეყნებს წერილს, რომელიც დათის მეგობრის დედამ მისწერა.

,,ანდრო დავკარგე ეზოში და ძებნის მერე ვიპოვე – იდგა ჩვენთან, კაკლების ტრასაზე, ყვავილები ჰქონდა მოკრეფილი და ყიდდა. ვეჩხუბე და – რა გინდა, ეს ჩემი პირველი ნაშრომი და ნაპოვნი ფულიაო. რომ მოვიდა სახლში, მომაწოდა და მითხრა, დათიკოს გადაურიცხეო”.

დათი ქოქრაშვილი, რომელსაც თბილისში, შარტავას ქუჩაზე მანქანა დაეჯახა, ისრაელის კლინიკაში მკურნალობს. დათის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისი საბანკო ანგარიშებია:

ქრისტინე მამუკაშვილი, დედა