ქეთევან კიკნაძე თაკო ჩარკვიანს: ,,უღირსო დედაკაცო! როგორ ბედავ ბიძინას აუგად ხსენებას?!”

ქეთევან კიკნაძე თაკო ჩარკვიანს: ,,უღირსო დედაკაცო! როგორ ბედავ ბიძინას აუგად ხსენებას?!"მსახიობმა ქეთევან კიკნაძე პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანს უღირს დედაკაცს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის გამო. ქეთევან კიკნაძე წერს:

,,თაკო, უღირსო დედაკაცო! პასუხის გამცემი არ აღმოგაჩნდა? მაშ, მე მომისმინე, ყოვლად უღირსო! როგორ ბედავ ბიძინას აუგად ხსენებას, დიდი მამულიშვილის და ერისკაცის შებღალვას, ჩარჩიარა ხარ, ლამის თბილისი იყიდე? შე უმადურო! რამ გაგამწარა, ასე.რომ გაიძახი, “მე ჩარკვიანის შვილი ვარო, ჯანო ჩვენ გვიყვარდა, როგორც კეთილშობილი და ერთგული ადამიანი, მაგრამ გალაქტიონში ხომ არ გეშლება. შენ იმ ოჯახის შვილი ხარ, რომელიც ხალხს შეაზიზღე და თვითონ წაშალე, ენა მოიმოკლე, ღმერთმა არ დაგსაჯოს, სანამ ,კიდევ დროა გონზე მოდი. ცოტა განათლება არ გაწყენდა, რომ გქონოდა, სოფლის დედაკაცსაც კი არ გაკადრებ, იმათ შინაგანი ინტელექტი აქვთ და საღად მსჯელობენ, შენ კი მდაბიოზე მდაბიო ხარ. მე წლებში ვარ, მაგრამ ეცადე, სადმე არ გადამეყარო, მე, რომელსაც ჭიანჭველაზეც კი ფეხი არ დამიდგამს”.