ნიკა გვარამიას ემოციური მიმართვა მეუღლეს: ,,მოგიწევს მშვიდად აუხსნა ბავშვებს, არავის არაფერი სთხოვო”

ნიკა გვარამიას ემოციური მიმართვა მეუღლეს: ,,მოგიწევს მშვიდად აუხსნა ბავშვებს, არავის არაფერი სთხოვო",,მე ვარ თავისუფალი და ვიბრძვი ყველას თავისუფლებისთვის” – განაცხადა ,,მთავარის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე, სადაც მან ბოლო სიტყვის უფლებით ისარგებლა. მისი და ადვოკატების თქმით, მას დააკავებენ. განაჩენი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ნიკა გვარამია სასამართლოში მეუღლესთან, სოფო ლილუაშვილთან ერთად მივიდა. ძალიან ემოციური იყო მისი მიმართვა ოჯახის, მეუღლის მიმართ.

-ეს არის ბოლო სიტყვა, რომელიც პროფესის ფარგლებში უნდა ვთქვა, ეს იქნება უფრო მიმართვა, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტაცია. ჩემ წინააღმდეგ ბრალდება არის პოლიტიკუად მოტივირებული და ეს იცის ყველამ…

მინდა, მივმართო ჩემს მეუღლეს: რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში ეს არ ღირს ნერვიულობად. შენ იცი, სოფო, კარგად, რომ ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ნიკა გვარამია ციხეში. ეს შენ იცი, უბრალოდ მოგიწევს, მშვიდად აუხსნა ბავშვებს.

არავის არაფერი არ სთხოვო. ჩემი მეგობრები ალბათ ისედაც დაგვიდგებიან მხარში, დანარჩენი საჭირო არ არის. აქ არის კიდევ ჩემი მეორე ოჯახი, ჩემი ტელევიზია, რომელიც შევქმენი მინუსებიდან. მინდა, მივმართო ჩემს მეორე ოჯახს, ყველას ყველაფერი სხთოვეთ, მთავარია, ფეხზე იდგეთ, მთავარია, იყოთ მხნედ, იმიტომ, რომ ამაზე ქვეყნის ბედი კიდია მნიშვნელოვანწილად. მინდა,  მივმართო ქართულ საზოგადოებას, დაეხმარეთ ჩემს დიდ ოჯახს, არანაირი სხვა თხოვნა არ მაქვს. ჩვენ ახლა ძალიან გვიჭირს, ჩემი ტელეარხში არყოფნა გაამწვავევბს ამ პრობლებას და ვთხოვ ყველას, ბიზნესმენებს, რიგით ქართველებს. დაეხმარეთ, რადგან დაიხურება.

ჩემს ორივე ოჯახს, ყველას მივმართავ, არასდროს არაფერი ჩემთან დაკავშირებით არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს, ამას კატეგორულად მოვითხოვ. ამას თუ გააკეთებთ, ეს იქნება ჩემი დამცირება და თავისუფლებაში გამოსვლა კი არა, მონობაში გამოსვლა, – მიმართა ნიკა გვარამიამ თავის ოჯახსა და გულშემატკივრებს.