მძიმე ამბავი: ,,ვაიმეეე, ჩემო ლუკა, ვაიმეეე, მართლა ბოლო ზარი ყოფილა, შვილო” – ტრაგედია ბორჯომში

მძიმე ამბავი: ,,ვაიმეეე, ჩემო ლუკა, ვაიმეეე, მართლა ბოლო ზარი ყოფილა, შვილო" - ტრაგედია ბორჯომშიდიდი ტრაგედია დატრიალდა ბორჯომში. ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბოლო ზარს აღნიშნავდნენ, ავარიაში მოყვნენ.

თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მომავალი ორი მანქანის შეჯახების შემდეგ ერთი მდინარეში გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი დაშავებული – ერთი გოგონა და ორი ბიჭი.

,,მართლა ბოლო ზარი ყოფილა, შვილო”, ,,როგორ შეიძლება ასეთი სირბილი მანქანებით, რამდენი ასეთი უბედური შემთხვევა მოხდა, რატომ არ ამკაცრებთ კანონს, საერთოდ აკრძალეთ მანქანებით სირბილი”, ,,ვაიმეეე, ჩემო ლუკა, ვაიმეეე”, ,,აიკრძალოს ეს მანქანები სირბილი! სასწრაფოდ კანონი დააწესოს მთავრობამ! რამდენის სიცოცხლე შეიწირა ამ სირბილმა”, ,,შვილო, იარეთ ნელა,  ფხიზლებმა რატომ ღუპავთ მშობლებს და საკუთარ თავს”, – წერენ სოციალურ ქსელში.