,,ლუკას წყალში გადავარდნისას შესაძლოა გული გაუსკდა, საშინელება ტრიალებს” – ტრაგიკული ბოლო ზარი ბორჯომში

,,ლუკას წყალში გადავარდნისას შესაძლოა გული გაუსკდა, საშინელება ტრიალებს" - ტრაგიკული ბოლო ზარი ბორჯომშიმთელი ბორჯომი დასტირის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს, ლუკა ლეკიაშვილს, რომელიც დღეს ავტოავარიაში დაიღუპა. ლუკა და მისი კლასელები ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.  ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბი ის­ხდნენ, მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ლუკა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სას­წარ­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. სამი მოზარდი და­შავ­და და მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ბორ­ჯო­მის კლი­ნი­კაში გადაიყვანეს.

,,სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს. ლუ­კას დე­დაც ამა­ვე სკო­ლის მას­წვა­ლე­ბე­ლია, ინ­გლი­სურს ას­წავ­ლის. ბოლო ზარი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კო­ლო­ნა მწვა­ნე მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხა­შუ­რის­კენ მი­დი­ო­და, სა­დაც რეს­ტო­რან­ში უნდა ექე­ი­ფათ. სხვე­ბი უკვე წინ იყ­ვნენ და ეს მან­ქა­ნა უკან იყო, როცა მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა.

ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ვი­ზუ­ალ­უ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით გარ­დაც­ვლილ ბიჭს სხე­ულ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, წყალ­ში გა­და­ვარ­დნი­სას შე­საძ­ლოა გული გა­უს­კდა” – ამ­ბო­ბენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი ბორ­ჯო­მე­ლე­ბი ამბები.ჯი-სთან.