,,კოცონზეა დასაწვავიიი! ამდენ აცრილს რა ეშველება! ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ ვინ მიჯერებდა, ჩემ გარშემო ბევრი აიცრა, მათ გამო ვწუხვარ” – ,,ფაიზერის”დირექტორზე გავრცელებული ტყუილი

,,კოცონზეა დასაწვავიიი! ამდენ აცრილს რა ეშველება! ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ ვინ მიჯერებდა, ჩემ გარშემო ბევრი აიცრა, მათ გამო ვწუხვარ" - ,,ფაიზერის"დირექტორზე გავრცელებული ტყუილიუცხოური სოცქსელების შემდეგ ქართულმა სოციალურმა ქსელებმაც აიტაცეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ,,ფაიზერის” აღმასრულებელი დირექტორი, რედი ჯონსონი დააკავეს. ინფორმაციის პირველწყარო არის ინტერნეტგამოცემა Vancouver Times, რომელიც გამოირჩევა დეზინფორმაციის გავრცელებითა და სატირული კონტენტით.
Vancouver Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უცხოეთში ბლოგერებმა და ბევრმა ცნობილმა სახემაც აიტაცა და სოცქსელებში გავრცელება დაიწყეს.
ჯონსონის დაკავებასთან დაკავშირებით არც ეერთი სერიოზული მედიასაშუალება არ წერს და მისი სახელი და გვარი არც ოფიციალური დაკავების მონაცემებში მოიძებნება.

,,კოცონზეა დასაწვავიიიი! ვაქცინაც კორუფცია იყო და პისიარტესტებიც.  მთლიანად ფინანსურ კორუფციას ემსახურებოდა კოვიდკამპანია”, ,,ახლა რატომ არიან პირში წყალჩაგუბებულები სამეული, პლუს კულუმბეგოვი და ფხაკაძე”, ,,რა ეშველება ამდენ აცრილს”, ,,ყველამ მკაცრად უნდა აგოს პასუხი და ისინიც უნდა მიყვნენ, დიდი ამბით რომ გვიმტკიცებდნენ აცრის აუცილებლობაზე!”, ,,ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ ვინ მიჯერებდა”, ,,ამასობაში შალითად ჩაცმული ფხაკაძე ყელმოღერებული დადის საფრანგეთის ჭალებში, იმედია ბოლო ვიდეოჩართვით”, ,,დაუძახონ ახლაც აცრილებმა აუცრელებს განუვითარებლები”, ,,ძალიან ვწუხვარ და განვიცდი, რადგან ჩემ გარშემო ბევრი აიცრა, თუმცა ისევ ლოცვა და ღვთის რწმენა გადაგვარჩენს, უნდა ილოცოთ და სთხოვოთ უფალს, რომ თქვენი სხეულიდან გავიდეს უსარგებლო ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება თქვენი დნკა შეცვალოს და მოითხოვეთ, რომ თქვენ ისევ დარჩეთ სულიერ ადამიანებად და არა მორჩილ რობოტებად”, – წერენ ქართულ სოციალურ ქსელებში.