ხაშურში 8 ძროხას ეძებენ, საქონელი ბოლოს სკოლასთან ნახეს

ხაშურში 8 ძროხას ეძებენ, საქონელი ბოლოს სკოლასთან ნახეს,,დაიკარგა რვა სული საქონელი, ერთი ჭრელი, ორი თეთრი და დანარჩენი შავები. პოლიცია საქმის კურსშია და თუ ვინმე რამეს გაიგებთ, დაგვიკავშირდით. საქონელი ოსიაურში, რკინიგზის სადგურთან გვყავდა გაშვებული საძოვარზე. ორი დღეა, ვეძებთ. ბოლოს ხაშურში, მე-6 სკოლასთან დაინახეს, _ ამბობს სალმე ბერაძე .

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ ხალხს 90-იანი წლები გაახსენა, როცა საქონელს იპარავდნენ.

,,მგონი, 90-იანებისკენ მიექანება ქვეყანა”, ,,დაიწყეს ისევ არა ქურდობა, ძველი დრო მოდის, შევარდნაძის ხანა”, ,,იმ ,,განათებულ” მიშას დროში ქურდობა არ იყო? რა კომენტარებს წერთ? კრიმინალი ყოველთვის იყო, არის და, სამწუხაროდ, იქნება მომავალშიც. იმედია, მოიძებნება”, ,,შემოხაზეთ მაგიური ციფრი”, ,,დაბრუნდა ძველი დრო”, – წერენ სოციალურ ქსელში.