,,გავიფიქრე, რომ მოვკვდი… მრავლობითი მოტეხილობებით ვწევარ” – ჟურნალისტი ავარიაში მოყვა

,,გავიფიქრე, რომ მოვკვდი... მრავლობითი მოტეხილობებით ვწევარ" - ჟურნალისტი ავარიაში მოყვა,,რუსთავი 2-ის“ გურიის რეგიონის ბიუროს კორესპონდენტი, თამთა დოლიძე, ავარიაში მოყვა და მძიმედ დაშავდა.

„მხოლოდ ის მახსოვს, რომ სამყარო მარცხენა მხრიდან ჩამოინგრა და უცებ უჩვეულოდ მშვიდად გავიფიქრე: „აჰა, მოვკვდი“. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ სანამ უგონოდ ვიყავი, ღმერთმა ხელი მოგვკიდა და მე, კუკა და მირიანი ბეწვის ხიდზე უვნებლად გადაგვატარა.

ახლა მრავალობითი მოტეხილობებით ვწევარ და კიდევ თვე-ნახევარი ასე უნდა ვიყო. მაგრამ ჩემს თავს ვატყობ, რომ ამ სირთულეების მიუხედავად, უჩვეულო ბედნიერებას ვარ მიცემული. ჩემი განსაცდელი გაიზიარა, მორალური და ფინანსური მხარდაჭერა გამომიცხადა უამრავმა ადამიანმა, რომელთაც მუდამ ვეცდები ეს დიდი სიკეთე ასევე სიკეთით გადავუხადო”, – დაწერა თამთამ სოციალურ ქსელში.

პრაიმ ტაიმი