,,დედაჩემის შეშლილი სახე და გაფართოებული თვალები არ მავიწყდება, თვალწინ ჩამირბინა იმ კოშმარმა”

,,დედაჩემის შეშლილი სახე და გაფართოებული თვალები არ მავიწყდება, თვალწინ ჩამირბინა იმ კოშმარმა"თამო არხოზაშვილი გუშინ, ბორჯომში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და თავის ბოლო ზარს იხსენებს, როცა სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ ის და მისი კლასელები.
,,ჩემი ბოლო ზარის განცდა განმიახლდა, არც კი მინდა, ვიფიქრო, რა სიმწარე განიცადა განსვენებულმა და მისმა დედამ, დედაჩემის შეშლილი სახე და გაფართოებული თვალები არ მავიწყდება, თვალწინ ჩამირბინა იმ კოშმარმა კადრებმა, რაც 22 წლის წინ გადაგვხდა თავს. ალბათ მამას ლოცვა შემეწია მეც და ჩემს კლასელებსაც და გადაგვარჩინა საშინელებას. როგორც პოლიციამ აგვიხსნა, იქიდან ცოცხლები ხუთიდან არც ერთი არ უნდა ვყოფილიყავით. გვაკმარე, ღმერთო”, – წერს თამო არხოზაშვილი.
გუშინ ბორჯომში მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე, ლუკა ლეკიაშვილი დაიღუპა. ის და მისი კლასელები ბოლო ზარის შემდეგ ხაშურში, რესტორანში მიდიოდნენ ამ დღის აღსანიშნავად. მანქანა მტკვარში გადავარდა. ლუკა ადგილზე დაიღუპა, სამი მოზარდი კი დაშავდა.