,,ბერი ვარ და თაფლს რასაც მოვაგროვებთ, ბუჩაში წაუღე ბავშვებსო” – გიგა მაქარაშვილი

,,ბერი ვარ და თაფლს რასაც მოვაგროვებთ, ბუჩაში წაუღე ბავშვებსო" - გიგა მაქარაშვილისამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც ბუჩაში საბავშვო ბაღის და სკოლის აშენებას უწევს ორგანიზებას, სოციალურ ქსელში საოცარ სტატუსს აქვეყნებს ქართველ ბერზე. გიგა მაქარაშვილი წერს:
,,ამ თვეში რამდენჯერმე შევცვალე ნომერი. ჯერ უკრაინული მქონდა, ახლა პოლონური… ქართულმა ნომერმა რომ დარეკა, ძალიან გამიკვირდა.
– გამარჯობათ, გიგა ხართ?
– გამარჯობა, გიგა ვარ!
-გაგახარებს ღმერთიმ ძმაო, კარგია რომ მიპასუხე, – სითბო შეეტყო ხმაში ალბათ 40 წლამდე კაცს.
-იცოცხლე, ძმობილო, რით გემსახურო? – ამ სიტყვას (ძმობილო) ისედაც ხშირად ვიყენებ, განსაკუტრებით თუ სახელი არ ვიცი.
-შენ არა, ჩვენ გვინდა, მოგეშველოთ მცირე ძღვენით!
-ვახ, დიდი მადლობა, ძმაო, – არ დავბნეულვარ, მსგავსი შინაარსის ათეულობით წერილი მომდის ყოველდღე. სახელი მაინც მითხარი, როგორ მოგმართო?
-საბა მქვია, ნათლობის სახელიც და ერისკაცობისაც. რეგიონიდან (შეგნებულად არ ვასახელებ) გირეკავ, ბერი ვარ… პაუზა გააკეთა, ზუსტად იცოდა, დავიბნეოდი.
-მამა საბა უნდა დაგიძახო?-  თითქოს არ შევიმჩნიე დაბნეულობა.
-ტოლები ვართ მე და შენ, თან უბრალო ბერი ვარ, საბას თუ დამიძახებ, უფრო გამოხარდება,- გულწრფელი იყო საბას ლაპარაკი, სასიამოვნოდ მართალი.
-კარგი, საბა, აბა, გისმენ?!
-აქეთ ორი მომასტრის ბერები შევიყარეთ ნიკოლოზობას. უკრაინაზე ვლაპარაკობდით და მოვიფიქრეთ, რაც თაფლს შევაგროვებთ, მთლიანად ბუჩაში გაგატანოთ.
აი, აქ ისეთი ჟრუანტელი წამოიღო, კაი ხანია, მსგავსი არაფერი მახსოვს.
-ვაახ, როგორ გამახარე, კარგო კაცო, ბევრს ნიშნავს შენი ზარი ჩემთვის, – დიდი ხნის წინ ნაჩხუბარ მეგობარს რომ უცბად შეურიგდები, ეგ შეგრძნება მქონდა.
-კარგი კაცი ხარ, გიგა, ძმაო. ლოცვას აქედან არ მოგაკლებთ, თაფლი ბავშვებს წაუღე და თუ ღმერთმა ინება, იქნებ მშენებლობაშიც მოგეხმაროთ! როუმინგზე ლაპარაკი ძვირია და საუბარიც მალევე შეწყდა”.