,,ცდილობენ, დასხდნენ პირდაპირ რუსულ ნარატივებზე. სიმონიანის რაღაც პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად აქციეს პარლამენტი, ეს სამარცხვინოა, ეს დამღუპველია, ამას შედეგები მოჰყვება… რეპტილიასთან შენ ქცევის ალგორითმს ვერ გამოიცნობ, აზრი არ აქვს, შენ იმას აჭარულს წაუცეკვებ თუ ჩაკრულოს უმღერებ, რეპტილია არის ინსტინქტი და რუსეთი არის ინსტინქტზე აწყობილი, ის არის მხეცი, კლავს ბავშვებს, 10 წლის ბავშვებს აუპატიურებს, აძრობს კბილებს და თქვენ შეგიძლიათ ამის შემდეგ მითხრათ, რომ ჩვენს ქცევას რაიმე მნიშვნელობა ექნება?..
ლამის ერთი კვირაა, მოვითხოვ ხელისუფლებისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან და პრემიერმინისტრისგან, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავენ საქართველოს, ანუ შეასრულებენ კონსტიტუციურ მოვალეობას, დაიცვან საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, მაგრამ არა. როდესაც ხელისუფლება იძახის, რომ ომს აზრი არ აქვს, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებს.
დოკუმენტებში გვიწერია, რომ ერთადერთი გზა ომის თავიდან ასაცილებლად არის შეკავების პოლიტიკა. შეკავების ერთადერთი ინსტრუმენტი არის თავდაცვის ძალები და მისი სიძლიერე და არა ენის მოჩლექით ლაპარაკი, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ ,,პალიტრანიუსის” ეთერში.