შსს: ,,კახეთში კაცი 14 წლამდე შვილებთან გარყვნილ ქმდებებს ახორციელებდა”

შსს: ,,კახეთში კაცი 14 წლამდე შვილებთან გარყვნილ ქმდებებს ახორციელებდა"გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლის გაუპატიურების,  არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის არაერთგზის ცემის, მუქარის, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და, წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, კახეთში 1982 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული დ.გ. საკუთარ მეუღლეზე -1993 წელს დაბადებულ თ.ც.-ზე. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. გარდა ამისა, ბრალდებული მეუღლეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო არასრულწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-137 – მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11′-126 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11′-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11′-115 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 11′-141 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაულები 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.