,,რუსეთს სატანისტები ებრძვიან, პუტინი ებრძვის სატანისტებს” – იუნა შაფათავას აღმაშფოთებელი სტატუსი

,,რუსეთს სატანისტები ებრძვიან, პუტინი ებრძვის სატანისტებს" - იუნა შაფათავას აღმაშფოთებელი სტატუსიმსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, რუსეთ-უკრაინის ომზე აღმაშფოთებელ სტატუსს წერს, რომ ეს არის სატანისტების ომი და ერთმორწმუნე რუსეთს სატანისტები ებრძვიან.

,,უკრაინის ომი არის მორწმუნეთა და სულიერთა მსხვერპლშეწირვა, მსოფლიოს სატანიზმის უმაღლესი ქურუმებისთვის.მარხვისას მართლმადიდებლობის სამი უდიდესი ქვეყანა ჩართულია ომში: ერთმორწმუნე რუსეთი, უკრაინა და საქართველო. საქართველოს სატანისტთა ორგანიზაცია ნაცები ირიბად და პირდაპირ მინაწილეა ამ სატანის მსხვერპლშეწირვის. ჩვენი გაქცეული და ძებნილი კრიმინალები მარიონეტ ზელენსკის ,,რჩევებს” აძლევენ, როგორ დაიღვაროს მეტი სისხლი, როგორ აიმაღლოს რეიტინგი სატანისტთა რიგებში. ეს არის დიდი სატანისტური რიტუალი.

რას ებრძვის რუსეთი? უფრო სწორია, დავსვათ კითხვა, ვინ ებრძვის რუსეთს უკრაინის სისხლით. ამერიკა და გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი.
ეს რუსეთ-ამერიკის ომია და ამერიკა ,,ეხმარება” შეიარაღებით, რითიც მდიდრდებიან ისედაც მდიდარი მილიარდერები. ზელენსკი მსხვერპლის როლს თამაშობს… ვუყურებ უკრაინის სატანისტურ შაბაშზე წასულ ქართველ ,,გმირებს” და ვწუხვარ, რომ უკანასკნელი გარეწრები და გამყიდველები შარავანდედით ჩირგვებიდან ,,ფრონტის წინა ხაზიდან” სიამაყით გვიყვებიან, რამდენი კაცი დაკლეს.. ვწუხვარ, სამხედრო შეიარაღებით ქართველ გოგოებს რომ ვხედავ…  ზელენსკი უფრო მაღალი რანგის სატანისტია… პუტინი მიაწვება ბოლომდე, რადგან ის ებრძვის დასავლურ სატანისტურ პროპაგანდას. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი ოდესმე მართლმადიდებლობის კურსს გადაუხვევს. ესაა მათი სხვაობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან”.