ნიკა გვარამია: ,,იუსტიციის სამინისტრო მძიმე ფასს გადაიხდის ამ ტყუილისთვის”

ნიკა გვარამია: ,,იუსტიციის სამინისტრო მძიმე ფასს გადაიხდის ამ ტყუილისთვის",,მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებს და წერს:
,,იუსტიციის მინისტრიც ვიყავი და საერთაშორისო სამართალიც ვისწავლე აშშ-ში. ასეთ სამარცხვინო და ბრტყელ ტყუილებს ამბობდეს იუსტიციის სამინისტრო და თან სტრასბურგის სასამართლოს აბრალებდეს იმას, რაც არ გაუკეთებია, მე არ მსმენია.
ps პასუხი დაიდება მიხეილ სააკაშვილის ფბ გვერდზე, იუსტიციის სამინისტროს კი ვეუბნები, რომ მძიმე ფასს გადაიხდიან სტრასბურგის სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციაში, თან ღია ტყუილების მეშვეობით.”
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი.
-ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი უფლებები და ინტერესები სრულად დაცულია.  სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციითა და მასალებით და, მეორე მხრივ, მომჩივნის მიერ გაგზავნილი ინფორმაციითა და მასალებით, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.