,,კლავენ ადამიანს და სად კუბოშია ოპოზიცია?! უნამუსოებად ვიქეცით თუ ასეთები ვიყავით?!” – მესამე პრეზიდენტის კადრებმა ხალხი აღაშფოთა

,,კლავენ ადამიანს და სად კუბოშია ოპოზიცია?! უნამუსოებად ვიქეცით თუ ასეთები ვიყავით?!" - მესამე პრეზიდენტის კადრებმა ხალხი აღაშფოთა,,ექიმის დახმარება მჭირდება… ხელი მომკიდეთ…” – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა და კადრებმა სასამართლო დარბაზიდან ის ადამიანებიც კი აღაშფოთა, რომლებიც მისი მხარდამჭერები არასოდეს ყოფილან. დიდი ხანია, ექიმები ითხოვენ, რომ პუტინის პატიმარად შერაცხულ პრეზიდენტს სერიოზული სამედიცინო დახმარება სჭირდება, მაგრამ უშედეგოდ.

,,თუ ამ კადრების ნახვა გსიამოვნებს, იცოდე, პუტინისნაირი მოძალადე *ლე ხარ!”, ,,კლავენ ადამიანს და სად კუბოშია ოპოზიცია?! ნიკა მელია, სად ჯანდაბაში ხართ, ამ კაცს არ ეკუთვნის მხარდაჭერა, გვერდში დგომა, მისთვის  ყველაფრის გაკეთება?! რომ არა ის, ახლაც ნავთის სუნი გედინებოდათ და ლამპის შუქზე იქნებოდით… სხვისას რომ შეტირიხართ და თქვენსას კლავთ, ეს არის სირცხვილი. ნანუკა ჟორჟოლიანი, ნიკა გვარამოა, თქვენ მაინც უშველეთ…
მერე ტირილი იქნება ფარისევლობა და თვალთმაქცობა მათი, ვინც ახლა ჩუმად ხართ”, რა ნაბიჭვარი მთავრობა გვყავს, რა ცოდოა, როგორ ექცევიან”,  ,,ვაიმე! ამას რომ ვუშვებთ და ვუყურებთ, ჩვენ საზოგადოება არ ვართ! დღეს ხომ უკვე გასაგებია, რომ არ უნდა იჯდეს ეს კაცი ციხეში!”, ,,ამ კადრების მერე დავდივართ ოჯახის წევრები აქეთ-იქით დათრგუნულები, ქართველები ასეთ გულგრილებად და უნამუსოებად ვიქეცით თუ ასეთები ვიყავით, ეს მაფიქრებს”, – წერენ სოციალურ ქსელში.