ირინა ონაშვილი: ,,ისრაელის კლინიკაში დათის დაუყონებლივ გადაყვანაა აუცილებელი”

ირინა ონაშვილი: ,,ისრაელის კლინიკაში დათის დაუყონებლივ გადაყვანაა აუცილებელი''თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ირინა ონაშვილი ფეისბუქში წერს:
,,მეგობრებო, 8 წლის დათის თანადგომა სჭირდება. 31 მარტს დათი დილით შარტავას ქუჩაზე სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა, როცა სწრაფად მიმავალმა მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა.
დათი იბრძვის სიცოცხლისთვის. წინ მკურნალობის გრძელი გზა აქვს გასავლელი. ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაში მას 4 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის ფეხის ამპუტაცია. მისი სრული რეაბილიტაციისთვის ისრაელის კლინიკაში დაუყონებლივ გადაყვანაა აუცილებელი, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
თითოეული ლარი მნიშვნელოვანია! გავერთიანდეთ დათისთვის!
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა