დავით ქაცარავა: ,,ჩვენი დანაყოფის 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია”

დავით ქაცარავა: ,,ჩვენი დანაყოფის 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია''უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა წერს, რომ მისი თანამებრძოლები მოიწამლნენ.

,,2 დღის წინ გოსტომელის აეროდრომზე ვიყავით შესულები. დაბრუნების შემდეგ ჩვენი დანაყოფის 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია. ამ ეტაპზე ჩვენი ბიჭები მკურნალობენ და დარწმუნებული ვარ, ყველა მალე გამოჯანმრთელდება.რუსორკებისგან ნებისმიერი ნაბიჭვრობა არის მოსალოდნელი და საუბრები იმაზე, რომ რუსები შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებას დააპირებენ, საერთოდ არ არის საფუძველს მოკლებული.

სხვათა შორის, გაქცეულმა რუსორკებმა ძალიან ბევრი აირწინაღი დატოვეს მიმოფანტული აეროდრომის ტერიტორიაზე. ასე რომ, ეს ნაბიჭვარი სახელმწიფო როგორც მინიმუმ, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე არ იტყვის უარს. მორდორი აუცილებლად უნდა დაიშალოს მარტივ მამრავლებად და ეს პროცესი შეუქცევადი უნდა გახდეს“, – წერს ქაცარავა.