8 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას გუშინ ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა

8 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას გუშინ ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდაგუშინ თბილისში, შარტავას ქუჩაზე 8 წლის ბიჭს, რომელიც ტროტუარზე იდგა, მანქანა დაეჯახა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ავტომობილი ძალიან დიდი სისწრაფით მიჰქრის, სატვირთოს გასწრებას მარჯვენა მხრიდან ცდილობს, ჯერ სატვირთოს ეჯახება და შემდეგ ტრუტუარზე ბიჭუნას.

სამწუხაროდ, ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ბავშვს ასევე დაზიანებული აქვს მენჯ-ბარძაყი და მუცლის ღრუ. ის ჯერ კიდევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.