ზელენსკი ნატო-ს: ,,დავინახავთ, ვინ გვიღალატა ფულის გამო, რუსებმა უკვე დაიწყეს ლობირება”

ზელენსკი ნატო-ს: ,,დავინახავთ, ვინ გვიღალატა ფულის გამო, რუსებმა უკვე დაიწყეს ლობირება"უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ქვეყნებს მიმართა:

-ველოდებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნატო-სგან, ევროკავშირისგან და დიდი შვიდეულისგან. ჩვენ ვიცით, რომ რუსებმა უკვე დაიწყეს თავიანთი ინტერესების ლობირება. ჩვენ ვიცით, რომ ისინი მუშაობენ ზოგიერთ პარტნიორთან. ჩვენი მტკიცე პოზიცია წარმოდგენილი იქნება ნატო-ს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებზე. აქ დავინახავთ, ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინ პარტნიორი და ვინ გვიღალატა ფულის გამო… გთხოვთ, არასოდეს, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია არ აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია.