თამარ გვერდწითელი: ,,არ მემღერება, ჩემზე მცდარი ინფორმაცია გავრცელდა”

თამარ გვერდწითელი: ,,არ მემღერება, ჩემზე მცდარი ინფორმაცია გავრცელდა"CNews-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა  მომღერლმა თამარ გვერდწითელმა. ის ამბობს, რომ ყველა საკონცერტო ტურნე გააუქმა. ის საინფორმაციო სააგენტოსთან ამბობს:
-რაც ომი დაიწყო, არსად არ მიმღერია, ის ვიდეო ჩანაწერები, რასაც ახლა ავრცელებენ, არის ყველა ძველი კონცერტებიდან. გეტყვით იმასაც, რომ უახლოეს პერიოდში არ ვაპირებ არსად სიმღერას. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ადამიანი და ჩემი შინაგანი განწყობა არის ის, რომ დღეს არ მემღერება. რატომ გავრცელდა ასეთი მცდარი ინფორმაცია, არ ვიცი. ხაზგასმით ვამბობ, რომ ყველა კონცერტი გაურკვეველი დროით გადავდე.
CNews