,,შაქარზე რაც ხდება, ისეთი ბანძობა და სიწუწეა, მრცხვენია!” – ქეთევან ენუქიძე

,,შაქარზე რაც ხდება, ისეთი ბანძობა და სიწუწეა, მრცხვენია!" - ქეთევან ენუქიძეუკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პარალელურად საქართველოში სუპერმარკეტების დახლები ცარიელდება, ფასები კი კატასტროფულად იმატებს. მაგალითად, 4 დღის წინ ერთი ტომარა ფქვილი (პირველი ხარისხის, 50 კილო) თუ 74 ლარი ღირდა, დღეს უკვე 90 ლარზე მეტი ღირს. დახლებიდან დაიტაცეს უკრაინული წარმოების მარილი, ასევე ადვილად ვეღარ იშოვით შაქარს, რადგან ხალხი ტომრებით ყიდულობს.
ორგანიზაციის ,,შეაჩერე კორუფცია“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,შაქარზე რაც ხდება, ისეთი სირცხვილი, ისეთი ბანძობა და სიწუწეა, უკიდურესად მრცხვენია, ახლა თუნდაც ამას რომ ვწერ… ტფუი…
იმიტომ გვიყურებს მთელი სამყარო როგორც ჭაობს და ღრმა რუსულ პროვინციას”.