საკრებულოს თავმჯდომარის შვილი: ,,გადადგეს მთავრობა! ყველა ზღვარი გადაკვეთილია!”

საკრებულოს თავმჯდომარის შვილი: ,,გადადგეს მთავრობა! ყველა ზღვარი გადაკვეთილია!",,პირველის” ჟურნალისტი ნატო გოგელია წერს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილზე და სქრინსაც აქვეყნებს.
,,ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ხომ იცით _ აი, ის, ცოლმა რომ ,,გარაჟში” ჩაკეტა!! იმ კაცის შვილის ღია პოსტია ეს!!! აი, კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, თუ რატომ არ გავხდებით რუსეთის გუბერნია! ვინც გინდათ,  ,,გარაჟში” ჩაკეტეთ, ვინც გინდათ, დააკავეთ, ამ თაობას ვერ გააჩუმებთ.
ვერც ვინმეს მოხსნის და დაკავების შიშით, ვერც ბულინგით და ვერც სხვა თქვენებური მეთოდებით ვერ შეძლებთ ამ ბავშვებს მოერიოთ!
და მართალაც, ვისაც რუსულ ხომალდზე გინდათ ყოფნა _ პაშლა ნახუი!”, – წერს გოგელია და იოსებ დარჩიას სტატუსის სქრინს აქვეყნებს, სადაც წერია:
,,ყველა ზღვარი გადაკვეთილია! საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს! დაინიშნოს დროებითი მთავრობა! დაინიშნოს პროპორციული უბარიერო არჩევნები! არჩევნებს არ ჩაატარებს ქართული ოცნება”, ,,ჩაატარებს ევროკავშირი!”.