,,საბერძნეთში ჩვეულებრივ რუსებსაც დაერივნენ, არაა საუბარი, ოლიგარქი ხარ თუ პუშკინი”

,,საბერძნეთში ჩვეულებრივ რუსებსაც დაერივნენ, არაა საუბარი, ოლიგარქი ხარ თუ პუშკინი"საბერძნეთში რუსული პასპორტების მქონე მოქალაქეებს ბანკებში პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ ,,გეორგიანსი” წერს:

,,სერიოზულ პრობლემებშია რუსი ელჩი ათენში. უამრავი ზარი შესულა რუსეთის საელჩოში აქ მცხოვრები რუსებისგან. ჩივიან, ვისაც რუსული პასპორტი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ასევე გვაქვს ადია დიამონები, ბერძნულ ბანკებზე წვდომა გაგვიყინესო და ფული ვერ გამოგვაქვსო. ანუ აქ უკვე არაა საუბარი ოლიგარქი ხარ თუ პუშკინი. ჩვეულებრივ რუსებს დაერივნენ”.

რუსეთის საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს:

,,ძალიან შეშფოთებულები ვართ საბერძნეთში მყოფი რუსების შეტყობინებებით, რომლებიც იუწყებიან, რომ საბერძნეთი მათ საბანკო ანგარიშებს უყინავს და არ უგზავნის არანაირ წერილობით შეტყობინებას ან გაფრთხილებას ამის შესახებ.

ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახებს ართმევენ მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს. ჩვენ მოვუწოდებთ საბერძნეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ჩაერიოს ამ საქმეში, რუსების კანონით განსაზღვრული უფლებების უზრუნველსაყოფად.

საბერძნეთმა ასევე დაიწყო რუსი მილიონერების უძრავ-მოძრავი ქონების გაყინვა, რომლებიც მდებარეობს მდიდრულ გარეუბნებსა და კუნძულებზე.

,,გეორგიანსი”, ფოტოზე რუსეთის ელჩი საბერძნეთში