რუსი მოდელი შეყვარებულმა მოკლა და ერთი წელი მის ცხედარს ჩემოდანში მალავდა

რუსი მოდელი შეყვარებულმა მოკლა და ერთი წელი მის ცხედარს ჩემოდანში მალავდარუსი მოდელის, 23 წლის გრეტა ვედლერის ცხედარი ჩემოდანში იპოვეს. ის ერთი წლის წინ გაუჩინარდა. მისმა ყოფილმა პარტნიორმა აღიარა, რომ გრეტა მან მოკლა.

„ვედლერის ყოფილმა პარტნიორმა, 23 წლის დიმიტრი კოროვინმა ახლა აღიარა, რომ დაახრჩო ის, სანამ ლიპეცკის ოლქში 300 მილის მანძილზე გაემგზავრებოდა და ცხედარს მანქანის საბარგულში მიატოვებდა“, – წერს ,,დეილი სტარი”.

კოროვინმა გამოძიებას უთხრა, რომ სამი ღამე ეძინა სასტუმროს ნომერში მის სხეულთან ერთად, რომელიც ახალშეძენილ ჩემოდანში იყო ჩაყრილი. შემდეგ მამაკაცმა მისი სხეული საბარგულში დატოვა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ მისი სახელით განაგრძობდა პოსტების წერას სოციალურ ქსელებში, რათა ეჩვენებინა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

აღსანიშნავია, რომ მოდელმა 2021 წლის იანვარში გამოთქვა შეშფოთება პუტინის მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობის და რუსეთის მთლიანობის გაძლიერების სურვილის გამო. მან პუტინს ფსიქოპათი უწოდა.