რუსეთში ქაღალდის ისეთი დეფიციტია, ქვითრებსაც კი ვეღარ ბეჭდავენ – რას აცხადებს ევტუხოვი

რუსეთში ქაღალდის ისეთი დეფიციტია, ქვითრებსაც კი ვეღარ ბეჭდავენ - რას აცხადებს ევტუხოვირუსეთში ჩვეულებრივი საბეჭდი ქაღალდიც კი (A4 ფორმატის) დეფიციტური გახდა. ქვეყანა, რომელსაც ხე-ტყის უზარმაზარი მარაგები აქვს, ვერ ახერხებს საბეჭდი ქაღალდის წარმოებას იმის გამო, რომ ფინური და ავსტრიული კომპანიები აღარ აწვდიან ფურცლის მათეთრებელ ქიმიურ ნივთიერებებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 1 ფურცლის ფასი 50 კაპიკიდან 5 რუბლამდე გაიზარდა და ცოტა ხანში შეიძლება ,,გაზპრომის” აქციებზე უფრო ძვირიც კი გახდეს.

ასევე დეფიციტი გახდა სალარო აპარატის ქაღალდის. მაღაზიებს უფლება მისცეს, რომ დროებით მომხმარებელზე ქვითარი არ გასცენ, რის გამოც არ დაჯარიმდებიან. ვაჭრობისა და წარმოების მინისტრის მოადგილემ, ვიქტორ ევტუხოვმა განაცხადა, რომ სალარო აპარატის ქაღალდის უმსხვილეს მწარმოებლებსა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაგან არც ერთს არ განუცხადებია, რომ სალარო ქაღალდთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს.

,,იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი სიგნალები გაჩნდა, რუსეთის საგადასახადო სამსახურმა გადაწყვიტა ქვითრის არგაცემის გამო დროებით არ დააჯარიმოს მაღაზიები. თუმცა მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში ქვითარი აუცილებლად უნდა გასცენ. უახლოეს დროში იგეგმება ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა”, – განაცხადა ევტუხოვმა.