რუსეთში 5 000-მდე ადამიანი დააკავეს

რუსეთში 5 000-მდე ადამიანი დააკავესრუსეთის 56 ქალაქში პოლიციამ კვირას სულ ცოტა, 4 366 ადამიანი დააკავა. ისინი უკრაინაში დაწყებულ ომს აპროტესტებდნენ. ინფორმაციას ,,როიტერი” ავრცელებს, დამოუკიდებელ ორგანიზაცია OVD-ზე დაყრდნობით, რომელიც რუსეთში მიმდინარე აქციებს აკვირდება.

ოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ათასობით რუსეთის მოქალაქე სკანდირებს: ,,არა ომს”, ,,სირცხვილი თქვენ”! ზოგ ვიდეოში ჩანს, როგორ ცემენ და აკავებენ სამართალდამცავები ეკატერინბურგში გამოსულ აქტივისტებს. ,,როიტერი” აცხადებს, რომ დამოუკიდებელი წყაროებით ამ ვიდეოების და ფოტომასალის სარწმუნოობის გადამოწმება ვერ შეძლო.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ პოლიციამ 3 500-მდე ადამიანი დააკავა. აქედან 1 700 მოსკოვშია აყვანილი, 750 სანკტ-პეტერბურგში დააკავეს, დანარჩენი კი – სხვა ქალაქებში. სამინისტროს განცხადებითვე, ანტისამთავრობო დემონსტრაციებში სულ 5 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ამერიკის ხმა