რუსეთის თავდაცვის მინისტრს გულის პრობლემები აქვს – მინისტრი გაუჩინარებულია

რუსეთის თავდაცვის მინისტრს გულის პრობლემები აქვს - მინისტრი გაუჩინარებულიაუცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს გულის პრობლემები აქვს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle გამომძიებელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც, თავის მხრივ, ინფორმაციას შოიგუს გარემოცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მანამდე კი, მთელი დღის განმავლობაში, მედია განიხილავდა, რომ შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. მას შემდეგ 12 დღე გავიდა და უცნობია, სად არის იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრა.

მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, საჯარო სივრციდან არა მხოლოდ შოიგუ, არამედ რუსეთის ფედერაციის სხვა საკვანძო ფიგურებიც გაქრნენ.

მანვე აღნიშნა, რომ პუტინის მხოლოდ ორი ერთგული მსახური დარჩა – საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სპიკერი დიმიტრი პესკოვი.

მთავარი