რუსეთი: არ გაგვრიცხოთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან

რუსეთი: არ გაგვრიცხოთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდანრუსეთმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მოუწოდა, უარი თქვას ტურიზმის პოლიტიზებაზე და უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთი ორგანიზაციიდან არ გარიცხოს. სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, ამ შინაარსის წერილით საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს მიმართა რუსეთის ფედერალური უწყების, „როსტურიზმ“-ის ხელმძღვანელმა, ზარინა დოგუზოვამ.

დღეს, 8 მარტს მადრიდში დაგეგმილია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რუსეთისთვის წევრობის შეჩერების განსახილველად გენერალური ასამბლეის მოწვევის საკითხი. დოგუზოვა ითხოვს, რომ გენერალური ასამბლეის მოწვევასა და რუსეთისთვის წევრობის შეჩერებაზე უარი თქვან, რადგან „ტურიზმი მოწოდებულია ადამიანების გაერთიანებისა და ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის და პოლიტიზებისგან თავისუფალი უნდა იყოს“.

რუსეთმა მის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების რაოდენობით გაუსწრო ირანს, სირიას და ჩრდილოეთ კორეას.

რადიო თავისუფლება