რამზან კადიროვს ამ ფოტოს გამო მთელი მსოფლიო დასცინის

რამზან კადიროვს ამ ფოტოს გამო მთელი მსოფლიო დასცინისრამზან კადიროვმა და მისმა მებრძოლებმა მთელ მსოფლიოში სამართლიანად დაიმკვიდრეს ტიტული – ტიკტოკერების არმია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან დებენ ვიდეოებს ვითომ უკრაინიდან, სინამდვილეში კი ხან ბელარუსიაში არიან, ხან ჩეჩნეთში.
ამჯერად კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვდარ რუს გენერალს ეხუტება მარიუპოლში, მაგრამ ამას მოაყოლა ფოტო, რომელმაც მისი ტყუილი გამოააშკარავა. ფოტოზე ის ,,როსნეფტის” ბენზინგასამართი სადგურის წინ ლოცულობს. ჩეჩნეთის ლიდერმა ვერ გაითვალისწინა, რომ ,,როსნეფტს”  სადგურები მხოლოდ რუსეთში აქვს და უკრაინაში ფილიალები არ აქვს.