პოროშენკო ქართველებს: ,,პუტინი ყველაფერზე პასუხს აგებს, რაც ჩვენთან და თქვენთან ჩაიდინა”

პოროშენკო ქართველებს: ,,პუტინი ყველაფერზე პასუხს აგებს, რაც ჩვენთან და თქვენთან ჩაიდინა"„მე მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ერს ამ მხარდაჭერისთვის“, – ამის შესახებ ,,ფორმულასთან” უკრაინის მე-5 პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა:

-მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ერს ამ მხარდაჭერისთვის. ასეთი მასშტაბური აქციებისთვის, ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის. ქართველმა ხალხმა იცის, თუ რას ნიშნავს რუსული ჯარის ყოფნა თავის ტერიტორიაზე. მსოფლიოც და ღმერთიც ჩვენთან ერთად არის. პუტინი ყველაფერზე პასუხს აგებს, რაც ჩვენთან და თქვენთან ჩაიდინა.