,,პოლონეთში რუსეთის საელჩოდან ამოდის კვამლი! აქედან ომამდე ერთი ნაბიჯია!”

,,პოლონეთში რუსეთის საელჩოდან ამოდის კვამლი! აქედან ომამდე ერთი ნაბიჯია!'',,პოლონეთში რუსეთის საელჩოს შენობიდან ამოდის შავი კვამლი! 100-დან 99 შემთხვევაში ასეთ დროს ანადგურებენ დოკუმენტაციას და ემზადებიან ქვეყნის დასატოვებლად! როგორც უკრაინული მედია წერს, დიპლომატები უკვე მზად არიან, დატოვონ პოლონეთი! აქედან ომამდე ერთი ნაბიჯია! როგორც ამბობენ,  რუსეთი განსაკუთრებით გააღიზიანა პოლონეთის პოზიციამ ნატო-ს სამშვიდოებთან დაკავშირებით და ნატო-ს ტვირთების ტრანზიტმა”, – წერს ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, პოლონეთი აპირებს, ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ნატო-ს საგანგებო სამიტი 24 მარტს, ბრიუსელში გაიმართება და მას ალიანსის წევრი სახელმწიფოთა ლიდერები დაესწრებიან, სადაც პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ინიციატივაზე საუბარს გეგმავს.

„ბიბისის“ ცნობით,  ასეთი მისიის მზადყოფნაში მოყვანას რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდება. გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უკვე გამოთქვა დანიამაც.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა გამთენიისას საჰაერო იერიში მიიტანა ლვოვის ოლქში მდებარე სამშვიდობო და უშიშროების საერთაშორისო ცენტრზე, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. ცენტრი ერთ-ერთია იმ ორი პოლიგონიდან, რომელსაც უკრაინა საერთაშორისო სამშვიდობო წვრთნებისთვის იყენებს. პოლიგონი ქალაქ ლვოვიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული. პოლონეთის საზღვრიდან კი 25 კილომეტრში მდებარეობს.