ოკუპანტებმა 2 389 ბავშვი წაიყვანეს ტყვედ

ოკუპანტებმა 2 389 ბავშვი წაიყვანეს ტყვედოკუპანტებმა დონეცკიდან და ლუგანსკიდან 2 389 ბავშვი წაიყვანეს ტყვედ – რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ გადაიყვანეს, რაც შეიცავს გატაცების ნიშნებს. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა.
,,სახლების დანგრევით და მშობლების მკვლელობით რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთში კიდევ უფრო საფრთხის ქვეშ აყენებს. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რეაგირება მოახდინოს ბავშვების უკანონო გაყვანაზე, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

ბავშვების გატაცების ფაქტებს, ისევე როგორც უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი ოკუპანტების დანაშაულის სხვა ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ და ამ დანაშაულის ჩამდენი პირები დაისჯებიან”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.