ნიკა მელია: ,,ამ ბიჭის გარდაცვალება ძალიან მეტკინა, ბოლოს აქციაზე ვნახე”

ნიკა მელია: ,,ამ ბიჭის გარდაცვალება ძალიან მეტკინა, ბოლოს აქციაზე ვნახე''ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომ კოკა ალასანია გარდაიცვალა.

,,სულ ცუდი ამბებია ჩვენ გარშემო, მაგრამ დღეს ამ ბიჭის გარდაცვალება ძალიან მეტკინა და აუცილებლად უნდა მოვეფერო. გამორჩეულად წესიერი ადამიანი. კოკასთან მოკლედ საუბარიც განიჭებდა სიამოვნებას. იგრძნობოდა დიდი დოზით
ის, რაც ბევრში საერთოდ აღარ არის – გულწრფელობა, ადამიანობა, სისადავე.
ბოლოს, რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე ვხვდებოდით. რაღაცნაირად მიხაროდა მისი ამ ქალაქში სიარული. მშვიდობით, ძალიან კარგო ადამიანო”.