ნიკა გვარამია მაია ნადირაძეს: ,,თბილ სახლში ზიხარ, მორალისტობ და ბოდავ”

ნიკა გვარამია მაია ნადირაძეს: ,,თბილ სახლში ზიხარ, მორალისტობ და ბოდავ",,მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მიზეზი ნიკა გვარამიას სტატუსი გახდა, სადაც მან უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი გააკრიტიკა საქართველოზე გაკეთებული განცხადების გამო.

მაია ნადირაძე: მარტო ის მაინტერესებს, რა გარემოცვა გყავს ასეთი, რომ შენი ტვინი ამ მიმართულებით ოპერირებს… რომ ეს ნათქვამი ,,დახოცილებში შეხიდებაა” და სხვა არაფერი… ძალიან ვერიდები შენთან კამათს, მაგრამ ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება. რავი, დაფიქრდი მაინც, ოპტიმალური მომენტის გამოყენება საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად “ დახოცილებში შეხიდებაა”?!

 ნიკა გვარამია: საოცარი კომენტარია, მაია. გმადლობთ. ქოცხროვა რომ გყავს ხელისუფლებაში და საომრად მიდიხარ, ეგ ცალკე საკითხია. გარემოცვა ჯობია, შენ გაიჩინო, რომელიც გეტყვის, რომ კანტის კატეგორიული იმპერატივებით არ იღაღადო.

მაია: ჩემი შენ გითხარიო და გული მოგიკალიო. რაკიღა აგდებული ტონი აირჩიე, კი იმსახურებ, შესაბამისად გიპასუხო, მაგრამ ახლა მეზარება ,,უშეცდომო და შეუპოვარი” მებრძოლის სიმბოლოსთან პაექრობა. ჩემი გარემოცვა რომ არ მოგწონს და საკუთარით აღფრთოვანებული ხარ, ეგ ცალკე ამბავი.

ნიკა: რაც შეეხება შენს გარემოცვას, არც ვიცოდი თუ გყავდა…. უშეცდომო არავინაა, შეუპოვარი ნამდვილად ვარ. აი, შენ სად ხარ და რა ხარ, სხვების ჭკუის დამრიგებლიის გარდა, მაგაში გაერკვიე და მერე დაარიგე ჭკუა სხვებს და მოთხოვე მოქმედება, საკუთარ ტახტზე მოკალათებულმა.

მაია: უიმეე, სად გინდა, რომ ვიყო?! ოდესმე რამეზე უკან დამიხევია?..

ნიკა: შენ ვის დონეს ქაჩავ, რაზე არ დაგიხევია და ვინ დაგიმარცხებია, კიდევ რა გაგიკეთებია, ეგ არავინ იცის, მას მერე, რაც სად იყო და სად არა, ენერგეტიკის რეგულირების დარგის სპეციალისტი გახდი. თბილ სახლში ზიხარ, კომბლებს თლი და ჭერში აწყობ. კიდევ მორალისტობ გაუთავებლად და, შიგადაშიგ, ტრამპი რა დიდებულია, ამ ბოდვას ავითარებ. მოკითხვა ბაიდენისგან და იმათგან, ვინც შეუპოვრად იბრძვის და დივანის სიმაღლიდან არ გადმოჰყურებს სამყაროს.

მაია: ჰოო, ვერაა შენი საქმე კარგად. ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი. უბრალოდ, არ გრცხვენია? ეს რეები დაწერე?