მეზღვაურები კუნძულ ზმეინიდან თავისუფლები არიან

მეზღვაურები კუნძულ ზმეინიდან თავისუფლები არიანუკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა. მისივე თქმით, გაცვლის შედეგად სახლში ბრუნდება მეზღვაურები კუნძულ ზმეინიდან.

„დღეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ტყვეების პირველი სრულმასშტაბიანი გაცვლა განხორციელდა. ტყვედ აყვანილი 10 ოკუპანტის სანაცვლოდ, ჩვენი ათი სამხედრო მოსამსახურე გამოვიყვანეთ. დღესვე, რუსებთან გავგზავნეთ 11 სამოქალაქო მეზღვაური, რომლებიც ჩვენ გადავარჩინეთ ოდესის მახლობლად ჩაძირული გემიდან. ამ გაცვლის შედეგად, სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური სამაშველო გემ „საფირიდან“, რომელიც ოკუპანტებმა აიყვანეს კუნძულ ზმეინიზე“ , – განაცხადა ვერეშუკმა.

მანვე დასძინა, რომ სამაშველო გემი „საფირი“ ასევე დაუბრუნდება უკრაინას, რომელსაც თურქეთის პორტში გადაიყვანენ.

ინტერპერსნიუსი