ლავროვი: ,,ნუ სამშობიარო სახლი… რადიკალების ბაზა იყო იქ”

ლავროვი: ,,ნუ სამშობიარო სახლი... რადიკალების ბაზა იყო იქ''პრესკონფერენციაზე CNBC-ის ჟურნალისტმა ოკუპანტების საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს ჰკითხა, რითი შეიძლება სამშობიაროს და ბავშვთა სახლის დაბომბვის გამართლება და ეთანხმება თუ არა ზელენსკის, რომ ბავშვებისა და დედების მიზანში ამოღება არაადამიანური საქციელია. ლავროვმა მას ასე უპასუხა:

-ნუ, სამშობიარო სახლი… ჩვენ პირველად არ ვხედავთ პათეტიკურ წამოყვირებებს ე.წ. არაადამიანობაზე, რომელსაც რუსი შეიარაღებული ძალები აკეთებენ. 7 მარტს, 3 დღის წინ, 6 ან 7 მარტს ზუსტად არ მახსოვს, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოზე ჩვენი დელეგაციის მიერ იყო წარდგენილი ფაქტები, რომ ეს ბავშვთა სახლი დიდი ხანი აქვს აღებული ბატალიონ აზოვს და სხვა რადიკალებს, საიდანაც გამოყარეს ყველა მშობიარე, მედდა და მომსახურე პერსონალი. ეს იყო ულტრარადიკალების, აზოვის ბატალიონის ბაზა.

ეს მონაცემები წარდგენილი იყო 3 დღით ადრე. ამიტომ დაკსვნები თავად გამოიტანეთ, რანაირად ცდილობენ მთელ მსოფლიოში აზრის მანიპულირებას. მე ვნახე დღეს თქვენი და სხვა დასავლური არხების რეპორტაჟები, ძალიან ემოციურია, მაგრამ მეორე მხარე, მხარე, რომელიც ობიექტურ წარმოდგენას ქმნის, განსაკუთრებული ყურადღების არ სარგებლობს, – განაცხადა მან.

ON.GE